საქართველოში წელიწადში 450-მდე მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი ერთვება ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში. ამ პაციენტებს, პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტები ეძლევათ უფასოდ. მათთვის შეიქმნა მათზე მორგებული სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც ყოველდღიური წამლების მოხმარება უფრო გაადვილდება.